LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამალ კლუნი სანდრა ბალოკისა და ანჯელინა ჯოლის წინააღმდეგ

159

ამალი ჯორჯი კლუნის ცოლია, სანდრა ბალოკი კი ჯორჯის საუკეთესო მეგობარი, მაგრამ ქალები ერთად არასოდეს არავის უნახავს.

სანდრა ბალოკი ლოს-ანჯელესში საკუთარი ფილმის Our Brand Is Crisis პრემიერაზე ძველ და ახლო მეგობართან, ჯორჯ კლუნისთან ერთად გამოჩნდა. კლუნს კი თან ცოლი, ამალი ახლდა.

54 წლის ჯორჯ კლუნი ორივე ქალთან ერთად პოზირებდა, თუმცა ამალი და სანდრა ერთად არცერთ ჟურნალისტს არ უნახავს და მათი გადაღება ერთ ფოტოზე ვერავინ შეძლო.

პრემიერის შემდეგ გამართულ წვეულებაზე 51 წლის სანდრა ბედნიერი იღებდა ფოტოებს ბევრ სხვა ვარსკვლავთან ერთად.

როგორც გაირკვა, ამალს მისი ქმრის ყველა ჰოლივუდელი მეგობარი არ მოსწონს. წლის დასაწყისში ტაბლოიდები წერდნენ, რომ ალამუდდინის გემოვნებაში, რომლის წრეში ექიმები, იურისტები, მოსამართლეები და აკადემიკოსები არიან, ქმრის მეგობრები დიდად არ ჯდებიან.

რაც შეეხება სანდრას, მასთან ამალს უფრო მეტი პირადი მიზეზი შესაძლოა, ჰქონდეს.

ბალოკი და ჯორჯ კლუნი უკვე 25 წელია, მეგობრობენ და ერთმანეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან. ჟურნალისტების მტკიცებით, მათ შორის მეგობრობაზე მეტიც იყო.

„სანდრა ალბათ იტყვის, რომ დიდად არ მოვწონვარ, მაგრამ ყოველ ღამე, 3 საათზე ნასვამი მირეკავს. ეს ხდება მუდმივად, შემდეგ მე მას ტეკილათი ვუმასპინძლდები,“ – იხუმრა ჯორჯ კლუნიმ 2013 წელს, როდესაც იგი ჯერ კიდევ არ იყო დაქორწინებული.

ამავე დროს სანდრა კლუნიზე ამბობდა, რომ ის „ძალიან, ძალიან სიმპატიურია, მომხიბვლელი, ჭკვიანი, წარმატებული.“
ამჟამად სანდრას ფოტოგრაფ ბრაიან რენდალთან აქვს რომანი, ფილმის პრემიერაზე წითელ ხალიჩაზე სწორედ მასთან ერთად გამოჩნდა.

ამალს არც ქმრის სხვა მეგობარი ქალები მოსწონს, მათ შორის ანჯელინა ჯოლი. კლუნების ქორწილში არც ანჯელინა და არც სანდრა არ დაუპატიჟიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები