LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამალ კლუნი „ვერსაჩეს“ კაბაში ბრწყინავდა

75

ტყუპების დაბადების შემდეგ, ამალ კლუნი საზოგადოებაში არც ისე ხშირად ჩნდება. ამ დრომდე ქსელში მისი და ჯორჯის პაპარაცული ფოტოები ვრცელდებოდა, თუმცა ამ დღეებში მან ტრადიცია დაარღვია და  ლოს-ანჯელესში გამართულ ღონისძიებაზე Farfetch and William Vintage გამოცხადდა. საღამოზე კლუნი მარტო მივიდა.

სპეციალურად ამ დღისთვის მან „ვერსაჩეს“ ცნობილი მეტალიზებული ქსოვილის კაბა შეარჩია, რომელშიც როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.

შეგახსენებთ, რომ ამალ კლუნი თავის საქმიანობას დაახლოებით ერთი თვის წინ დაუბრუნდა. ის საქმიან შეხვედრებზე პაპარაცებმა უკვე არაერთხელ დააფიქსირეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები