LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამალ კლუნიმ ტყუფისცალი გოგონა პირველად გამოაჩინა (ფოტო)

98

მიუხედავად იმისა, რომ პაპარაცებს ჯორჯ და ამალ კლუნების 11 თვის ტყუპების გადაღება აკრძალული აქვთ, ფოტოგრაფებმა მაინც მოახერხეს სასურველი კადრის მოპოვება. ამალ კლუნი პატარა ელასთან ერთად მაშინ გადაიღეს, როცა ცნობილი ადვოკატი სახლს ტოვებდა. ნიუ-იორკში მდებარე აპარტამენტი ამალიმ დედასთან ერთად დატოვა და მანაქანაში ჩაჯდა, პატარა ელა კი სპეციალურ სკამში გადასვეს, რათა დედასთან და ბებიასთან ერთად ავტომობილით ემგზავრა. ცოტა ხნის წინ ჯორჯ კლუნიმ ინტერვიუში განაცხადა, რომ ტყუპისცალი გოგონა საოცრად ჰგავს დედას, ვაჟი კი მამის ასლია.

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჯორჯ და ამალ კლუნის 11 თვის შვილის ფოტოს ვხედავთ. ამ დრომდე წყვილი შვილებთან ერთად იშვიათად ჩნდებოდა. თავად ამალ კლუნი ჯინსის კაბაში იყო გამოწყობილი, რომელიც სპორტულ ფეხსაცმელთან ჰქონდა შეხამებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები