ჯორჯ და ამალ კლუნები ფილმ „Hail, Caesar!”-ის პრემიერაზე ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი წყვილი იყო, თუმცა ამალის სიგამხდრე მედიის განხილვის საგანი გახდა.
ჯორჯს, როგორც ყოველთვის, კლასიკური კოსტიუმი ეცვა, ამალს კი მოკლე თეთრი კაბა მკვეთრი წითელი ყვავილებით.
წითელ ხალიჩაზე წყვილი ხელჩაკიდებული გამოჩნდა და ფოტოგრაფებთანაც დაუზარლად იპოზიორეს.