LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამალ კლუნის მომრგვალებული მუცელი პაპარაცების ობიექტივში მოხვდა (ფოტო)

42

როგორც ჩანს, ამალ და ჯორჯ კლუნები სულ მალე ნამდვილად გახდებიან მშობლები. ეს აზრი უკვე არა მხოლოდ საიდუმლო წყაროებს აქვთ, არამედ პაპარაცების მიერ მოპოვებულმა ფოტოებმა საზოგადოება ამალის ორსულობაში თითქმის საბოლოოდ დაარწმუნა.

რამდენიმე დღის წინ წყვილი ლოს-ანჯელესში დააფიქსირეს, რომანტიკული ვახშმის შემდეგ. ჯორჯი და ამალი შესანიშნავად გამოიყურებოდნენ, რამდენიმე კადრის შემდეგ კი ფოტოგრაფების ყურადღება ამალის მუცელმა მიიქცია – მისის კლუნის მუცლის მომრგვალებული ფორმები პაპარაცების ობიექტივის მთავარი სამიზნე გახდა.

ვახშმისთვის ამალმა გრძელი მუქი ლურჯი კომბინეზონი აარჩია, ბრეტელების გარეშე, რომელშიც წამოზრდილი მუცელი გამოკვეთილად ჩანდა.

გასულ კვირას კლუნები ელიტურ საბავშვო მაღაზიას სტუმრობდნენ, სადაც სოლიდური თანხაც დახარჯეს.

загружено-10

загружено-9-620x616

загружено-7

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები