LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამალ კლუნის რომაული არდადეგების ქრონიკა (ფოტო)

61

ჯორჯ და ამალ კლუნები ამჯერად რომში იმყოფებიან, სადაც სპეციალურად რომის პაპთან შესახვედრად ჩავიდნენ. ვატიკანში დაგეგმილ სპეციალურ საღამოზე რომის პაპმა კლუნებს, რიჩარდ გირსა და სელმა ჰაიეკს სპეციალური ჯილდოები გადასცა ქველმოქმედებისა და განათლების სფეროში გაწეული  საქმიანობისთვის.

ვატიკანში ვიზიტისას ულამაზესი ამალ კლუნი სამჯერ გამოჩნდა საზოგადოების წინაშე. ფოტოგრაფებმა ის ვატიკანში ვიზიტის პირველ დღეს დააფიქსირეს, სადაც ცნობილ ადვოკატს მაქმანიანი შავი კაბა ეცვა და თავსაბურავი ეკეთა. ბევრად უფრო სექსუალური იყო კლუნი წინა ღამეს რომის ერთ-ერთ რესტორანში რომანტიულ ვახშამზე, სადაც მას მეუღლე ახლდა. ამალს  Giambattista Valli-ს შავი პლისირებული კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა, რომელიც წითელ ტუჩსაცხთან და გაშლილ თმასთან იყო შეხამებული. ინტერნეტში მოხვდა მეუღლეების კიდევ ერთი ფოტო გადაღებული პაპ ფრანცისკესთან ვიზიტის დღეს, როცა სპეციალური ჯიდლოს მიღება კლუნებმა რესტორანში აღნიშნეს. ამჯერად ამალი ვერცხლისფერ მოკლე კაბასა და ოქროსფერ ფეხსაცმელში ბრწყინავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები