LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამალიმ ჯორჯ კლუნს გადაღებებზე მიაკითხა (ფოტო)

68

ქორწინებიდან ორი წელი გავიდა. ჯორჯ და ამალი კლუნები კი კვლავ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილის სტატუს ინარჩუნებენ. ამჯერად 38 წლის ადვოკატმა ცნობილ მსახიობს გადაღებებზე მიაკითხა. ჯორჯ კლუნი კომედიაზე  „Suburbicon”  მუშაობს, რომლის გადაღებებიც ნიუ-იორკში მიმდინარეობს. სწორედ გადასაღებ მოედანზე დააფიქსირეს პაპარაცებმა მომხიბვლელი  ადვოკატი. ამალ კლუნი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა შავ კოპლებიან კაბასა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელში. მეუღლეებმა ერთად გაატარეს შესვენებისთვის განკუთვნილი დრო.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ამალის გადასაღებ მოედანზე ვხედავთ. ცნობილი ადვოკატი მეუღლეს ხშირად აკითხავს გადაღებების დროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები