LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამას აქ რა უნდა: სიეტლში ლენინი არ სურთ

126

სიეტლის მერს ლენინის ძეგლის აღება სურს. გამოცემა „The Seattle Times”-ის ინფორმაციით, ედ მიურეის საბჭოთა კავშირის დამაარსებლის ძეგლი არ მოსწონს და ფიქრობს, რომ მას ამერიკულ ქალაქში არაფერი ესაქმება. მიურეის აზრით, ქანდაკება „ისტორიულ უსამართლობას“ ასახავს და სიძულვილის, რასიზმისა და ძალადობის სიმბოლოა. აღსანიშნავია, რომ ლენინის ძეგლი ერთ-ერთი ორგანიზაციის პირადი საკუთრებაა, თუმცა ჩინოვნიკს ეს არ აბრკოლებს და მისი აღება მკაცრად აქვს გადაწყვეტილი. აღსანიშნავია, რომ ლენინის ძეგლი ვანდალთა სამიზნე ხშირად ხდება და მას როგორც წესი წითელი საღებავით აფერადებენ ხოლმე. წითელი ფერი ამ შემთხვევაში სისხლის სიმბოლოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები