LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამბავი ქართველ მგზავრზე და ტაქსის მძღოლზე, რომელზეც ძალიან ბევრს იცინებთ

87

ამბავი, რომელიც სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია, ერთი მგზავრისა და ტაქსის მძღოლს გადახდენილ თავგადასავალს ასახავს. მას უცვლელად გთავაზობთ.

„ისე მოხდა, რომ საღამოს ტაქსით წამოვედი სახლს, რომ მივუახლოვდი ჯიბეეები მოვიქექე და აღმოვაჩინე, რომ ფული ცოტა მქონდა… გამოჩნდა ჩემი კორპუსი 14-სართულიანი… ვფიქრობ, რა იქნება ახლა უცბად, რომ გადავხტე მანქანიდან,  შევვარდე კორპუსში, და მეძებოს მერე 14 სართულზე 6 ლარის გამო… ასეც მოვიქეცი… უცბად გამოვგლიჯე კარი, გავვარდი… წამოვკარი ქვას ფეხი და დავენარცხე ასფალტზე სასწრაფოდ წამოვვარდი და კიბეს ვეცი ამისრიალდა ფეხი, გადავეფინე მოაჯირზე ჩამოვახიე შარვალი, ავეთრიე ისევ სასწრაფოდ, ვეცი კარს დავცხე თავი და ნაპერწკლები გადმომცვიდა თვალებიდან… მივიხედე უკან, აბა, მძღოლი რას აკეთებს, ხომ არ მომდევს-მეთქი და რას ვხედავ: მძღოლი ისევ მანქანაში ზის და პირდაღებული ერთ ადგილზე გაშეშებული მიყურებს, ალბათ, შოკშია ფული რომ არ მივეცი და ისე დავუსხლტი. გავიფიქრე და… გამახსენდა, რომ ფული ტაქსიში ჩაჯდომისთანავე გადავუხადე…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები