LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამბიციური გეგმა და სურვილი გვაქვს, მოსამართლეთა დისციპლინურ საკითხებთან დაკავშირებით დისკუსია დავასრულოთ – ირაკლი კობახიძე

77

გვაქვს ამბიციური გეგმა და სურვილი, რომ დავასრულოთ დისკუსია მოსამართლეთა დისციპლინურ საკითხებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სასამართლო სისტემის მეოთხე ტალღის რეფორმირების საკითხზე გამართული დისკუსიის გახსნისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მოსამართლის წინააღმდეგ დისციპლინური დევნა მხოლოდ ბრალეული ქმედებისთვის შეიძლება იქნას დაწყებული.

“თუ რჩება საკითხები, რომლებიც საჭიროებს შემდეგ დაზუსტებას და გასწორებას ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ ღია ასეთი დუსკუსიისათვის. კიდევ ერთხელ ვეცდები მე წარმოვადგინო ის კანონპროექტი, რომელიც არის შემუშავებული და დღეს არის წარმოდგენილი. მე დავიწყებ ამ წარდგენას 75-ე პრიმა მუხლით, რომელიც ეხება მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებს. როგორც მოგეხსენებათ, აქ დაზუსტდა მთელი რიგი რეგულაციები და არის განმარტებული ის, რომ მხოლოდ ბრალეული ქმედებისთვის შეიძლება იქნას წამოწყებული დისციპლინური წარმოება მოსამართლის მიმართ. აქ არის განმარტებული ამ ბრალის სახეები და ზოგადი რეგულაციები იმის თაობაზე, თუ რა შემთხვევაში დაეკისრება მოსამართლეს პასუხისმგებლობა, მათ შორის, არის წარმოდგენილი ერთგვარი ფორმალური გადაცდომის ფორმა,”- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს, რომელსაც მოსამართლეები, პარლამენტის თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და არასამთავრობო სექტორი ესწრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები