LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამბობენ, რომ შავი კატა… კოუტინიოს ბარსელონაში გადასვლის მოტივებზე

217

კოუტინიოს „ბარსაში“ ტრანსფერის გამოცხადების შემდეგ, „კამპ ნოუს“ სიახლოვეს ლეგენდარული შავი კატა გამოჩნდა.
„ბარსელონა“ ისევ ტრებლს მოიგებს?
სწორედ ამ კატას უკავშირებენ გუნდის ბოლო სამმაგ წარმატებას.
შეგახსენებთ, რომ შავი კატა „ნოუ კამპზე“ 2014/15 წლების სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩზე გამოჩნდა. ის წელი „ბარსასთვის“ ტრიუმფალურად დასრულდა.

25 წლის ბრაზილიელი კატალონიელებთან 5.5 სეზონით დარჩება. გამოსასყიდი თანხა 400 მილიონ ევროს შეადგენს.
„ბარსა“ 120 მილიონ ევროს იხდის ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელში და კიდევ 40 მილიონს ბონუსების სახით გადადებს.

 

კოუტინიოს ბარსელონაში გადასვლის მოტივებზე კი მორიგი კარიკატურა გამოჩნდა, რომელიც კომენტარს არ საჭიროებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები