LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამბროლაური LIVE – ქალაქში უფასო ინტერნეტი იქნება

449

ამბროლაურში უფასო WI–FI სისტემა დამონტაჟდა. პროექტი სლოვაკეთის საელჩოს მიერ 5 000 ევროს ოდენობით გრანტით დაფინანსდა.

უფასო WI-FI სისტემა ქალაქის სრულ ტერიტორიას დაფარავს და მის მომსახურებას“მაგთიკომი” უზრუნველყოფს. როგორც „ფორტუნას“ ამბროლაურის მერმა რატი ნამგალაძემ განუცხადა, ინტერნეტის ხარჯებს, თავად მერია დაფარავს.

უფასო ინტერნეტი ამბროლაურს ყოველთვიურად 600 ლარი დაუჯდება.

„პროექტი სლოვაკეთის სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელდა. საელჩოს მეშვეობით ინტერნეტისთვის 5 000 ევროს ოდენობის გრანტი გამოიყო. ჩვენი თანამონაწილეობა კი იმაში მდგომარეობს, რომ მის ყოველთვიურ ხარჯებს დავფარავთ“, – განაცხადა რატი ნამგალაძემ.

 

ამბროლაური LIVE  VS TBILISI LOVES YOU

ამბროლაურში ინტერნეტი ულიმიტო იქნება. TBILISI LOVES YOU-სგან განსხვავებით, ერთ ადამიანს, ინტერნეტით სარგებლობა განუსაზღვრელი დროით შეეძლება.

ამბროლაურის მერიაში აღნიშნავენ, რომ  პროექტი სლოვაკეთის რაჭისა და საქართველოს რაჭის 50 წლიანი მეგობრობის გაგრძელებაა და მიზნად ისახავს ტურისტული პოტენციალის ზრდასა და მოსახლეობაში ინფორმაციული დონის ამაღლებას.

 

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები