LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ღვინის ახალი საწარმო გაიხსნა

91

სახელმწიფოს მხარდაჭერით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ღვინის ახალი საწარმო ამოქმედდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო შპს „ზედაშე“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. სახელმწიფოს მხარდაჭერით, საწარმომ 550 000 აშშ დოლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა.

ახალი საწარმო სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა რევაზ ასათიანმა, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის გუბერნატორთან, არჩილ ჯაფარიძესთან ერთად დაათვალიერა.

უწყების ინფორმაციით, საწარმოში, სადაც წლიურად 60 ტონაზე მეტ ყურძენს გადაამუშავებენ, სეზონზე 65 ადამიანია დასაქმებული. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება. მათივე ცნობით, საწარმო აქტიურადაა ჩართული რთველი 2018-ში და ყურძენს, როგორც საკუთარი ვენახებიდან, ისე ადგილობრივი მევენახეებისაგან იბარებს.

ცნობისთვის, 2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო ახალი საწარმოების შექმნის მიზნით სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში, უკვე დაფინანსდა 800-ზე მეტი მოქმედი და 180 ახალი საწარმო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები