LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამბროლაურში სასტუმროს ასაშენებლად ინვესტორს ეძებენ

33

მთავრობა ამბროლაურში სასტუმროს ასაშენებლად ინვესტორს ეძებს. პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში აუქციონზე ქალაქ ამბროლაურში, ბრატისლავა-რაჭის ქუჩაზე მდებარე 2005 კვ.მ. მიწის ნაკვეთი იყიდება.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიწის ნაკვეთის და შენობის საწყისი გასაყიდი ფასი 162 000 ლარს შეადგენს და აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველი ვალდებულია აღნიშნულ ქონებაზე სულ მცირე 30 ნომრიანი სასტუმრო ააშენოს.

აუქციონი 9 მარტს დასრულდება.

ცნობისთვის, პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას საქართველოს ტერიტორიაზე უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ სასტუმრო კომპლექსი და გზებზე გასაჩერებელი/მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები