LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამდენი ცილისწამების მიუხედავად ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს ქვეყნისა და ხალხის დახმარებას – ეკა ბესელია

70

ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს, სადაც სავარაუდოდ,  ბიძინა ივანიშვილის ძმა  ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს სთხოვს, რომ მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავტომანქანების ბიზნესის წილში ჩასვას, საპარლამენტო უმრავლესობა ეხმაურება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, უნდა დამთავრდეს ის დრო, როცა ადამიანები ერთმანეთს ჩანაწერებით ელაპარაკებოდნენ. მისივე თქმით, ამ ცილისწამებების მიუხედავად ბიძინა ივანიშვილი, როგორც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ფიქრობს ხალხისა და ქვეყნის დახმარებაზე.

„ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის დღეს მმართველი პარტიის თავმჯდომარე, მას აქვს ზუსტად ის სტატუსი, ის პოლიტიკური პოზიცია რაც აქვს მმართველი პარტიის თავმჯდომარეს და რითიც ის არის დაკავებული რაც მე ვიცი, ის აგრძელებს ისევ მიუხედავად მის მიმართ ამდენი ცილისწამებისა და ამდენი ყველა ზღვარს გადასული შეფასებისა,  აგრძელებს ქვეყნისა და ხალხის დახმარებას. უნდა დამთავრდეს ის დრო, როდესაც ერთმანეთს მოქალაქეები ელაპარაკებოდნენ მხოლოდ ჩანაწერებით. გამოძიება მიმდინარეობს ყველაფერს სახელი დარქმევა, მაგრამ აქვე შეგახსენებთ, რომ იმ წარსულში ვერასოდეს ვეღარ დავბრუნდებით,“-აცხადებს ეკა ბესელია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები