LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამჟამად თურქეთის ადგილი ევროკავშირში არ არის – ანგელა მერკელი

37

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის, განცხადებით, ამჟამად თურქეთის ადგილი ევროკავშირში არ არის.

მე ვერ ვხედავ თურქეთს ევროკავშირის შემადგენლობაში და არც არასოდეს ვხედავდი“, – განაცხადა ანგელა მერკელმა მარტინ შულცთან გამართულ წინასაარჩევნო დებატებისას.

ანგელა მერკელის თქმით, გერმანიას თურქეთში გერმანიის მოქალაქეების დაჭერაზე პასუხის გაცემა ეკონომიკური ზომების გამოყენებით შეუძლია.

მერკელის განცხადებით, „თურქეთი საოცრად შორდება ევროპას“.

ანგელა მერკელმა, ასევე, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრა და დასძინა, რომ თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას არ აპირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები