LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკა ერთიანდება: ამერიკელები ევროპელ მდიდარ ბიჭებთან კონკურენციას იწყებენ

34

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი ერთბაშად სამ ქვეყანაში გაიმართება. მოგეხსენებათ, მუნდიალს აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებენ.
ამ პრეცედენტმა კიდევ ერთი იდეა წარმოშვა – ბარემ ერთიანი ჩემპიონატი ჩავატაროთო.

“ჩრდილოამერიკული ლიგის შექმნა შესაძლებელია. საჭიროა ყველა პლუსებისა და მინუსების შეფასება.
თუ შეგვიძლია ერთად ჩავატაროთ მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატი, შეგვიძლია ერთიანი ლიგაც შევქმნათ. მისი არსი პროგრესში და შეეჯიბრების უკეთეს ხარისხშია. წინააღმდეგ შემთხვევაში სამყარო ორ ნაწილად გაიყოფა – ევროპელ მდიდარ ბიჭებად და დანარჩენებად”, – თქვა მექსიკის ლიგის პრეზიდენტმა ენრიკე ბონილიამ.

აშშ-მ და მექსიკამ თავიანთი ჩემპიონთა ლიგა უკვე შექმნეს, სადაც ერთმანეთს ლიგებში გამარჯვებულები ხვდებიან.

მოკლედ, ფეხბურთი არ ჩერდება და ახალ-ახალ რევოლუციურ ბიძგებს იწვევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები