LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკა მზად არის, რუსეთისგან საქართველოს დაცვისთვის ფინანსური დახმარება გამოყოს

100

აშშ-ის სენატის კანონპროექტის რამდენიმე პუნქტში პირდაპირ არის დაგმობილი 2008 წლის რუსული ოკუპაცია და მოწოდებაა მოსკოვისადმი, შეასრულოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები. ორპარტიულკანონპროექტს, რომელიც ევროპასა და ევრაზიაში რუსული გავლენის შეწინააღმდეგებას ეხება, სენატი სავარაუდოდ მალე დაამტკიცებს.

რუსეთის საფრთხეების გასანეიტრალებლად ამერიკა 2018-2019 წლის ბიუჯეტიდან 250 მილიონ დოლარს გამოყოფს.

კანონპროექტში დეტალურად არის აღწერილი ყველა ის ბერკეტი, რომლითაც რუსეთი გავლენას ახდენს არამხოლოდ საქართველოსა და უკრაინაზე, არამედ ნატოს წევრ ქვეყნებზე.

შეერთებული შტატები ახალი კანონპროექტით იმის გაკონტროლებასაც აპირებს, თუ რა გავლენას ახდენს ქართულ პოლიტიკასა და სამოქალაქო სექტორზე რუსული ფული.

ახალი კანონპროექტი, რომელიც სავარაუდოდ ივნისის ბოლოს დამტკიცდება, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციასაც უჭერს მხარს. რუსეთი ალიანსის გაფართოებას არამხოლოდ კავკასიაში, ბალკანეთშიც ეწინააღმდეგება. სწორედ ამიტომ, ამერიკა აპირებს საქართველო და კიდევ რამდენიმე ასპირანტი ქვეყნა მოსკოვის აგრესიისგან დაიცვას, რათა მათ თავად გადაწყვიტონ საკუთარი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები.

წყარო: რუსთავი 2

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები