LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკამ სირიაში ასადის სამხედრო ბაზა დაბომბა

57

ამერიკის სამხედრო ძალებმა გემებიდან სირიის ტერიტორიაზე ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს.

პენტაგონის წარმომადგენლის ინფორმაციით, სირიის ხელისუფლების ჰომსში მდებარე ავიაბაზა „შაირათის“ მიმართულებით,  50-მდე ტომაჰავკი გაუშვეს.

ამ ავიაბაზიდან ორშაბათს დილით სირიის ავიაციამ ქალაქ ხან-შეიხუნზე ქიმიური თავდასხმა განახორციელა, რომელმაც ათობით მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა.

ჰომსის გუბერნატორმა განაცხადა, რომ სამხედრო აროდრომს, რომელიც აშშ-ს რაკეტებით დაიბომბა, სირიის არმია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იყენებდა.

მისი თქმით, დარტყმის შედეგად ბევრი ადამიანი არ დაშავებულა, თუმცა „ტომაჰავკებმა“ მატერიალური ზარალი მოიტანა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები