LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკას ახალი ქარიშხალი „ნეითი“ უახლოვდება

82

ქარიშხალი „ნეითი“, რომელიც ახლა ნიკარაგუასა და გონდურასში იმყოფება, აშშ-ის სანაპიროს უახლოვდება. ქარის სიჩქარემ შესაძლოა 120კილომეტრს საათშიც მიაღწიოს. ალაბამას, ლუიზიანას, ფლორიდისა და მისისიპის შტატებში  საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.დახურულია სკოლები და უნივერსიტეტები. სტიქიას ცენტრალურ აფრიკაში უკვე ემსხვერპა 20 ადამიანი. ინფორმაციას CNN-ი  ავრცელებს.  ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, მოსახლეობამ სახიფათო ზონა უნდა დატოვოს.  სტიქიის ზონიდან უკვე განხორციელდა 5 ათასი ადამიანის ევაკუაცია.

https://www.youtube.com/watch?v=n1TP8Ik0Snk

შეგახსენებთ, ქარიშხალი „ჰარვი“, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს 26 აგვისტოს დაატყდა თავს, ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი სტიქია აღმოჩნდა. სტიქიამ 100 000 სახლი დააზიანა.ზარალმა 180 მილიარდ დოლარს მიაღწია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები