LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკაში, ოლ სტარზე რაღაც ქართული ფაჩუნია…

114

ცოტაც და NBA-ში ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილეების ვინაობა გაცხადდება. ძალიან ცოტა უკლია ამ ისტორიულ მოვლენამდე ჩვენს ზაზა ფაჩულიას, რომელსაც მთელი საქართველო მხარს უჭერს. მოგეხსენებათ, შარშან ძალიან ცოტა დააკლდა ქართველ ცენტრს ოლ-სტარამდე, ახლაც მშვენივრად მიდის, უბრალოდ შეცვლილი წესების გამო, მარტო გულშემატკივრების ხმები არ ითვლება და ზაზას ბედი და ამბავი სპეციალისტებზეც კიდია. მანამდე კი სოცქსელებში მიდის და მიდის – #NBAVOTE Zaza Pachulia…
არც ლექსებს აკლებენ ზაზას და აქ ამ გარითმული სხარტულების კრებულს გთავაზობთ.

ოლ სტარის კარზე კაკუნია
#NBAVOTE Zaza Pachulia

ეს მონატრებაც წარსულია
#NBAVOTE Zaza Pachulia

ამერიკაში, ოლ სტარზე
რაღაც ქართული ფაჩუნია
რომ მოხვდეს ყველა ვარსკვლავზე
ნბა ვოუთ ფაჩულია

ყველა წესი დაცულია
ნბა ვოუთ ფაჩულია

ეს ხომ ნამდვილი სასწაულია
ნბა ვოუთ ფაჩულია

მთავარია როგორი გულია
ნბა ვოუთ ფაჩულია

ნეტა რას გვეტყვის ლელა კაკულია
ნბა ვოუთ ზაზა ფაჩულია

ეს ამბავი გამოსულია
ფინიშთან თითქმის მისულია
არ დანებდე ზაზულია
ნბა ვოუთ ფაჩულია

სხვების საქმე წასულია
ოლ სტარში მოდის ფაჩულია

ჩვენი ზაზა გასულია
ნბა ვოუთ ფაჩულია

ბევრი თუ ცოტა უვლია
ოლ სტარშია ფაჩულია

მწვერვალზე თითქმის ასულია
ნბა ვოუთ ფაჩულია

ეს ბიჭი განა ეულია
#NBAVOTE Zaza Pachulia

ეს გზა ძალიან რთულია
#NBAVOTE Zaza Pachulia

ღომი, ელარჯი, გებჟალია
კუპატი თუ ჩინჩოლია
ყველაფერი კარგი მეგრულია
ჰოდა
ნბა ვოუთ ზაზა ფაჩულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები