LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკაში სოკერს შეიძლება ფეხბურთი უწოდონ: ტრამპს წითელი ბარათი უჩვენეს

49

შესაძლოა აშშ-ში სოკერს სახელი გადაარქვან და ფეხბურთი უწოდონ. ინფანტინო ტრამპს შეხვდა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სალაპარაკოდ.

მსოფლიო ფეხბურთის ბოსმა შტატების ლიდერს წითელი ბარათი უჩვენა და სახელობითი მაისური აჩუქა.

პრეზიდენტ ტრამპის და ფიფას თავკაცის შეხვედრა 2026 წლის მუნდიალის გამო მოხდა.

ტრამპმა ივარაუდა, რომ ერთხელაც აშშ-ში სოკერს სახელს გადაარქმევენ და ფეხბურთს უწოდებენ. „ჩვენ გვაქვს სოკერი, თქვენ მას ფეხბურთს ეძახით, თუმცა შესაძლოა ერთხელაც მას სახელს შეუცვლიან.“

„ჩვენ შეგვიძლია ეს განვიხილოთ“, – უპასუხა ინფატინომ.

2026 მსოფლიო ჩემპიონატი პირველი მსგავსი მასშტაბის ტურნირი იქნება, რომელიც ერთდროულად სამ ქვეყანაში ჩატარდება. მასპინძლები იქნებიან აშშ, კანადა და მექსიკა.

1994 წელს აშშ-მ უკვე უმასპინძლა მუნდიალს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები