LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკაში სროლაა, არის მსხვერპლი

81

ამერიკაში, მერილენდის შტატის ერთ-ერთ რაიონში სროლების შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ CNN იუწყება.

 

ტელეკომპანიის ცნობით, შეიარაღებულმა მამაკაცმა მედიკამენტების განაწილების ცენტრში სამი ადამიანი მოკლა და ორი დაჭრა. მოსახლეობას მიეცა რეკომენდაცია, რომ პერიმენის რაიონში ყოფნისგან თავი შეიკაოს. ამ ტერიტორიაზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლები, ეკლესიები და სასაფლაოები.

 

ამ დროისთვის სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები