LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელები დროს ასწრებენ: ნახეთ რა ეცვა ამერიკულ დელეგაციას (ფოტო, ვიდეო)

55

Ralph Lauren-მა აშშ-ს ნაკრებს მომავლის ქურთუკები გაუკეთა.

ტრანსლაციაში არ ჩანდა, მაგრამ…

ამერიკელები ოლიმპიადის გახსნაზე განსაკუთრებული სამოსით გამოვიდნენ. Ralph Lauren-ის მიერ შექმნილ ტანისამოსში გათბობის სისტემა და ბატარეაა ჩამონტაჟებული.

 

ხედავთ შავ-თეთრ დროშას, შიდა მხარეს? ის სპეციალური ელექტროსადენებით არის გაკეთებული და სწორედ აქედან მოდის სითბო.

 

კვება მოდის ბატარეიდან, რომელიც ქურთუკის მარჯვენა ჯიბეშია. ტემპერატურის რეგულირება სმარტფონის საშუალებითაც შეიძლება.

 

ჟურნალისტმა ბრიჯეტ კერიმ ქურთუკი დატესტა და კმაყოფილი დარჩა.

 

კერიმ ისიც შეიტყო, რომ ქურთუკის გარეცხვა შეიძლება მთელი თავისი მოწყობილობებით.

 

აშშ-ს ოლიმპიური დელეგაციის თითოეულმა წევრმა უფასოდ მიიღო თითო ასეთი ეკზემპლარი.
Ralph Lauren-მა 100 ცალი გაყიდვაში გამოუშვა, რომლის ფასი 2496 დოლარია.

 

Polo Ralph Lauren – ტანსაცმლის ამერიკული ბრენდია, რომელიც 60-იანი წლების შუიდან არსებობს. მისი კონტრაქტი ოლიმპიურ ნაკრებთან 2008 წლიდან მოქმედებებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები