LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელები პლასტიკურ ოპერაციებს იკეთებენ, რომ მელანიას გარეგნობა მიიღონ

54

ამერიკელებს ახალი იდეალი – მელანია ტრამპი ჰყავთ. გამოცემა „Daily Beast”-ის ცნობით, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიმართავს პლასტიკურ ქირურგს, რათა პირველი ლედის გარეგნობა მიიღოს. როგორც გამოცემას ჰიუსტონში მოღვაწე ექიმმა ფრანკლინ როუზმა უთხრა, უკანასკნელ წლებში ამერიკელები მას პრეზიდენტის ქალიშვილთან, ივანკასთან დამსგავსებას სთხოვდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში ტენდენცია შეიცვალა, ივანკა მოდური აღარ არის და ქალბატონების კუმირი 47 წლის მელანია გახდა. სიტუაცია კი იმდენად სერიოზულია, რომ მაგალითად, ერთ-ერთმა მანდილოსანმა მელანიასთან დასამსგავსებლად მკერდი დაიპატარავა, სახის ფორმა მთლიანად შეიცვალა და მისი ოპერაციები ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/drfranklinrose/videos/vb.100000113546624/1878503642163402/?type=2&theater” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები