LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ჯგუფი ქართულ ღვინოს ეცნობა

55

ამერიკელი ღვინის პროფესიონალების 9-კაციანი ჯგუფი საქართველოში იმყოფება. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჯგუფს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია TastingWorks-ის დამფუძნებელი, ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი ხელმძღვანელობს და ჯგუფის შემადგენლობაში სომელიეები და ღვინის იმპორტიორები შედიან.

ვიზიტი თბილისში დეგუსტაციით (Speed tasting) დაიწყო, სადაც ქართული ღვინის მწარმოებელ 30-მდე კომპანიას შესაძლებლობა მიეცა, წარედგინა საკუთარი პროდუქცია და კონსულტაციები მიეღოთ სტუმრებისგან, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი ღვინის ამერიკის ბაზარზე რეალიზაცია და დამკვიდრება.

ლიზა გრანიკის თქმით, დეგუსტაციის შედეგად, ამერიკელ სტუმრებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ქართული ღვინის ხარისხმა და მრავალფეროვნებამ მოახდინა. „აქ ქართული ღვინის დიდი მრავალფეროვნება იყო წარმოდგენილი, სხვადასხვა მოსავლის, სტილისა და საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიის ღვინოები. ხარისხი კი ყოველწლიურად სულ უფრო უმჯობესდება. ზოგიერთ სტუმარს მცირე წარმოდგენა ჰქონდა ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით, ისინი აღფრთოვანებულნი არიან ქართული ღვინის სტილის მრავალფეროვნებით“, – აღნიშნა ლიზა გრანიკმა.

ტურის ფარგლებში სტუმრები ეწვევიან ქართული ღვინის მწარმოებელ 15 კომპანიას ქართლსა და კახეთში: „შატო მუხრანი“, „ალაფიანი“, „ლაგვინარი“, „ბატონო“, „ფაფარი ველი“, „ორგო“, „ჩუბინი ვაინსი“, „ბაბანეურის მარანი“, „საწნახელი“, „მეღვინეობა ვაზიანი“, „გიუაანი“, „ნელქარისი“, „თბილღვინო“, „ვინე პონტო“ და „მოსმიერი“. ღვინის პროფესიონალები გაეცნობიან ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას და ადგილზე დააგემოვნებენ როგორც კლასიკური, ისე ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ქართულ ღვინოებს. ტურის ბოლოს, 12 მაისს სტუმრები მთაწმინდის პარკში ახალი ღვინის ფესტივალს დაესწრებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები