LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელი ოჯახი უკვე 34 წელია 1983 წელს შეძენილ ნაძვის ხეს რთავს

129

ამერიკელი ოჯახი უკვე 34 წელია 1983 წელს შეძენილ ნაძვის ხეს რთავს. კალიფრონიის შტატში მცხოვრებმა ირვაინმა და ჯომ 60 სმ სიგრძის ნაძვის ნერგი სულ რამდენიმე დოლარად შეიძინეს და საშობაოდ მორთეს. დღესასწაულის დასრულების შემდეგ კი ხის გადაგდება დაენანათ და ქოთანში ჩარგეს. მომავალ წელს კი ნაძვის ხე აღარ უყიდიათ და თავისი პატარა ხე მორთეს. დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი ოჯახურ ტრადიციად გადაიქცა და მას ირვაინისა და ჯოს შთამომავლებიც სიამოვნებით აგრძელებენ. ნაძვი უკვე 130 კგ-ზე მეტს იწონის და იმისათვის რომ ძალიან მაღალი არ გაიზარდოს, მას შიგადაშიგ ჭრიან, ქოთანს კი წელიწადში ორჯერ მაინც უცვლიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები