LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელი პილოტი ქალი დონალდ ტრამპზე გაკეთებული განცხადების შემდეგ რეისიდან მოხსნეს

84

„CBS News”-ის ინფორმაციით, United Airlines-ის პილოტმა გაფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე საკმაოდ გრძელი მონოლოგი წარმოთქვა, რომელიც პოლიტიკას, მის შეხედულებებსა და პირად ცხოვრებას შეეხებოდა. ამ დროს ქალბატონს არა უნიფორმა, არამედ სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვა, რითაც მგზავრების გაოცება გამოიწვია. ამის შემდეგ ის პილოტის კაბინაში შევიდა და საუბარი მიკროფონით განაგრძო. როგორც მგზავრებმა დაადგინეს, ცხოვრებით უკმაყოფილო პილოტს ტრამპი არ მოსწონდა და გარდა ამისა, თავისი გაყრის პროცესითაც ძალიან უკმაყოფილო იყო. შედეგად, შეწუხებულმა მგზავრებმა გაფრენაზე უარი თქვეს. ავიაკომპანიასაც სხვა გზა აღარ ჰქონდა და პილოტი შეცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები