LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელი ქალბატონი რომან პოლანსკის ძალადობაში ადანაშაულებს

54

ამერიკელმა ქალბატონმა რომან პოლანსკი ძალადობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, რეჟისორმა ის 1973 წელს გააუპატიურა, როდესაც 16 წლის იყო. ქალბატონის ადვოკატის თქმით, ინციდენტი კალიფორნიაში მოხდა, თუმცა საკუთარი კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალების გამხელისგან თავი შეიკავა.

ქალბატონის მტკიცებით, ის დიდი ხნის განმავლობაში თავს იკავებდა ამ ამბის აფიშირებისგან, თუმცა მას შემდეგ, რაც მოსახლეობის ნაწილმა მოუწოდა ხელისუფლებას, პოლანსკის საქმე საბოლოოდ დახუროს, მან გადაწყვიტა, რომ სიჩუმე დაარღვიოს.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის 1977 წელს პოლანსკის მიერ 13 წლის სამანტა გეიმერის გაუპატიურების საქმეც განიხილება, რომელიც მსახიობ ჯეკ ნიკოლსონის სახლში მოხდა. რეჟისორმა დანაშაული აღიარა, თუმცა იმის შიშით, რომ ქონებას ჩამოართმევდნენ, საფრანგეთს შეაფარა თავი და ამ დრომდე ამერიკული ხელისუფლებისგან ძებნილად მოიხსენიება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები