LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელი სუპერვარსკვლავი დებრა მესინგი ლელა ელოშვილის ულამაზეს კაბაში (ფოტო)

218

ოლივია კულპოსა და ნიკოლა რობერთსის შემდეგ ქართული ბრენდის, „ელოშის“ სამოსს კიდევ ერთი მეგავარსკვლავი ირჩევს. ამჯერად ლელა ელოშვილის კაბაში ამერიკელი სუპერვარსკვლავი დებრა მესინგი პოზირებს. მესინგს ქართველი მაყურებელი კარად იცნობს ფილმიდან „პაემანი ქორწილში“, სადაც დებრას პარტნიორი დერმორ მალრუნია. დებრა მესინგი ასევე ცნობილია სერიალით „უილი და გრეისი“, რომელმაც 2003 წელს მსახიობს „ემმის“ ჯილდო მოუტანა.

ულამაზეს საზაფხულო შავ კაბაში გამოწყობილი ჰოლივუდის ვარსკვლავი საოცრად ბედნიერი ჩანს ვიდეოში, რომელიც ლელა ელოშილმა სოციალურ ქსელში გააზიარა. მსახიობმა აღნიშნა, რომ ლელას დიდი ფანია. ცოტა ხნის წინ „ელოშის“ სამოსში ნიკოლა რობერთსი და ოლივია კულპო პოზირებდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები