LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ სელფით გატაცებას ფსიქიკური აშლილობა უწოდა

327

ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ სელფით გატაცება ოფიციალურად დაასახელა ფსიქიკურ აშლილობად. სპეციალისტებმა სელფით გატაცებას selfitis დაარქვეს და პათოლოგიური აშლილობა სამ ეტაპად დაჰყვეს: მსუბუქი, როდესაც ადამიანები სამჯერ იღებენ ფოტოს დღეში და ყოველთვის არ ანთავსებენ მას სოციალურ ქსელში. მწვავე სტადია, როცა ეს სამივე ფოტო ისტერიულად ხვდება სოციალურ ქსელში და ქრონიკული, როცა ადამიანი ფოტოს იღებს ექვსჯერ  და ყოველ ახალ ფოტოს კვლავ ტვირთავს საკუთარ გვერდზე.

ის, რომ სელფი ჩვეულებრივი მოვლენა არაა, ელენ დეჯენერესმაც დაამტკიცა. წამყვანმა ოსკარების ცერემონიაზე კინოს ისტორიაში ყველაზე ცნობილი სელფი გადაიღო, რომელმაც Twitter-ზე ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. დღეს სელფით შეპყრობილი ვარსკვლავების ცალკე რეიტინგის შედგენაა შესაძლებელი. მეტიც, თავად გულშემატკივრებიც კი ცდილობენ კუმირებთან სელფი გადაიღონ, რომელსაც ასევე სოციალურ ქსელებში ანთავსებენ. სელფით გატაცება უცხო არაა არც პოლიტიკოსებისთვის, სასულიერო პირებისა და სამეფო ოჯახის წევრებისთვისაც კი. მანამ სანამ მსოფლიო სელფითაა შეპყრობილი, ვნახოთ რას ფიქრობს სპეციალისტი.

ბრიტანელი ფსიქიატრი დევიდ ვილი, რომელიც ნევროლოგიური აშლილოებისა და ტრამვების ცენტრში მუშაობს, გვიხნის რა განსხვავებაა სელფომანიასა და სელფით გატაცებას შორის:

„ჩემთან გამუდმებით მოდიან ადამიანები, რომლებიც დამოკიდებულებებს ებრძვიან. როგორც კი კამერას ხედავენ, მაშინვე უნდებათ სელფის გადაღება. ჩემი პაციენტია დენი ბოუმანი, რომელიც 10 საათს ხარჯავდა დღეში იდეალური ფოტოს გადასაღებად. მან სკოლას დაანება თავი, დაიკლო 12 კილოგრამი და ნახევარი წლის მანძილზე სახლიდან არ გამოსულა. საქმე ლამის თვითმკვლელობამდე მივიდა. უნდა გავიაზროთ, რომ სელფით გატაცება ბევრად სერიოზული პრობლემაა, ვიდრე თქვენ გგონიათ. ამ აკვიატებას აქვს ბევრი მიზეზი. მაგალითად დაცინვა სკოლაში, დაბალი თვითშეფასება ან ცუდი ურთიერთობა მშობლებთან. ასეთ ადამიანებთან საჭიროა გამუდმებული მუშაობა სტრესის მიზეზებისა და შიშების დაძლევაზე. სელფის კიდევ ერთი ცუდი მხარე ისაა, რომ ის ადამიანურ კომუნიკაციას უქმნის საფრთხეს. Facebook-ზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ, ბევრი მომხმარებელი არც კი იცნობს თავის ონლაინ-მეგობარს. უნდა გვახსოვდეს, რომ სეფლით ისტერიული გატაცება საბოლოო ჯამში საკუთარ თავს გვაკარგვინებს“ – ამბობს დევიდ ვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები