LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკის ღია პირველობა სარეკორდო საპრიზო ფულს აგროვებს

67

ამერიკის ღია პირველობის – US Open-2016-ის საპრიზო ფონდი ჩოგბურთის ისტორიაში სარეკორდო იქნება.
თანხა თთქმის 50 მილიონ დოლარს შეადგენს.

საპრიზო ფონდის საერთო თანხიდან 3.5 მილიონ დოლარს ტურნირის გამარჯვებულები მიიღებენ, ფინალისტებს – 1,75 მილიონი შეხვდებათ.

საკვალიფიკაციო ტურნირის საპრიზო ფონდი 1.9 მილიონს შეადგენს. წყვილთა თანრიგში გამარჯვებულებს 625 ათას ერგებათ, ფინალისტებს – 310 ათასი.

დიდი სლემის სხვა ტურნირების საპრიზო თანხები ასეთი იყო: Australian Open – 33.5 მლნ დოლარი, ”როლან გაროსი” – 35.4 მლნ დოლარი, უიმბლდონი – 37.2 მლნ დოლარი.

US Open 29 აგვისტოდან 11 სექტემბრამდე გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები