LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკის მორიგი საჩუქარი საქართველოს: სანაპირო დაცვას „დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“ შეემატა

683

ამერიკის მორიგი საჩუქარი საქართველოს – სანაპირო დაცვას აილენდის“ კლასის ორი ხომალდი შეემატა. მათ უკვე მიენიჭა ქართული სახელები – „დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“.ეს არის თანამედროვე სანავიგაციო და საკომუნიკაციო სისტემებით აღჭურვილი ორი სადარაჯო გემი.

სტრატეგიული პარტნიორისგან მიღებული ხომალდების პრეზენტაცია ფოთში , სანაპირო დაცვის ბაზაზე გაიმართა, რომელსაც პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და დიმპლომატიური კორპუსის წარმომდგენლები დაესწრნენ.

ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონი საქართველოს საზღვაო უსაფრთხოების მხარდაჭერას  განაგრძობს და ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება ამ ხომალდების გადმოცემით არ დასრულდება.

„ვაფასებთ თქვენს არჩევანს. ამ ხომალდების გადასაცემად უკეთეს ქვეყანას ვერ ავარჩევდით. ჩვენი დახმარება ამ ხომალდების გადმოცემით არ დასრულდება, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს საზღვაო უსაფრთხოების მხარდაჭერას, უზრუნველვყოფთ სწავლებებს და საზღვაო-ოპერაციული ცენტრის მხარდაჭერას”, – განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა.

ხომალდების ეკიპაჟის წევრებმა, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამზადების სპეციალური, 10-კვირიანი პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბალტიმორის სანაპირო დაცვის ბაზაზე გაიარეს. აშშ-ის მთავრობის მიერ სადარაჯო მცურავი საშუალებების გადმოცემა კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ნატოსთან თავსებადობის გაძლიერებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები