LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკის მსახიობთა გილდიამ ფავორიტები გამოავლინა

101

29 იანვარს, ლოს-ანჯელესში ამერიკის კინომსახიობთა გილდიის 23-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საღამოს უამრავი ცნობილი ვარსკვლავი ესწრებოდა, მათ შორის: ნატალი პორტმანი, ნიკოლ კიდმანი, ემა სტოუნი, მერილ სტრიპი, რაიან გოსლინმგი, ემი ადამსი და სხვები.

„საუკეთესო მსახიობი ქალის წოდება ემა სტოუნმა მიიღო ფილმით „ლა ლა ლენდი“, ამავე კატეგორიაში საუკეთესო მამაკაცად დენზელ ვაშინგტონი დასახელდა ფილმით „წინაღობები“.

SAG Awards-ის სრული სია ასე გამოიყურება:

მსახიობთა საუკეთესო შემადგენლობა (ფილმი) – „დაფარული ფიგურები“

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – დენზელ ვაშინგტონი, „წინაღობები“

საუკეთესო მსახიობი ქალი – ემა სთოუნი, „ლა ლა ლენდი“

ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი – ვიოლა დევისი, „წინაღობები“

მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი  – მაჰერშალ ალი, „მთვარის შუქი“

მსახიობთა საუკეთესო შემადგენლობა (კომედიური სერიალი) – „ნარინჯისფერი – სეზონის ჰიტი“

მსახიობთა საუკეთესო შემადგენლობა (დრამატული სერიალი) – „ძალიან უცნაური საქმეები“

კასკადიორთა საუკეთესო გუნდი (ფილმი) – „სინდისის ქენჯნა“

კასკადიორთა საუკეთესო გუნდი (სერიალი) – „სამეფო კარის თამაშები“

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი სერიალში – ბრაიან კრენსტონი, „ბოლომდე“

საუკეთესო მსახიობი ქალი სერიალში – სარა პოლსონი, „ხალხი ო ჯეი სიმპსონის წინააღმდეგ“

მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი  სერიალში – ჯონ ლიტჰოუ, „გვირგვინი“

ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი  სერიალში – კლერ ფოი, „გვირგვინი“

პრემია პროფესიაში შეტანილი წვლილისთვის – ლილი ტომლინი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები