LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკის პედიატრთა ასოციაცია: როგორ ამოვიცნოით კვებითი ალერგია?

2109

ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა პროდუქტმა. თუმცა ბავშვების 90 %-ში ალერგიას იწვევს შემდეგი პროდუქტები: რძე, კვეცხი, ნიგოზი,  სოიო და ხორბალი. ხილსა და ბოსტნეულზე ალერგიას იშვიათად ვხვდებით და მათი მიმდინარეობაც გაცილებით მარტივია.

 

1

 

რძე

ძროხის რძის ცილის ალერგია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა პატარებში, განსაკუთრებით 3 წლამდე  ბავშვებში, რადგან ესაა პირველი პროდუქტი, რომელსაც პატარები დაბადებიდან იღებენ. განსაკუთრებით ისინი, ვინც ხელოვნურ კვებაზეა. ძროხის რძის ცილის მიმართ ალერგიულ პატარებს თუნდაც ძუძუთი კვების დროს შეიძლება განუვითარდეთ ეგზემა, რომელიც ქრება თუ დედა წყვეტს რძის შემცველი პროდუქტების მიღებას.

ძროხის რძის ცილის ალერგიის ყველაზე გავრცელებული სიმპტომი ესაა საკვების მიღების შემდეგ ღებინება. ასევე კანის სიმშრალე, აირების დაგროვება, ქავილი, გამონაყარი და ატოპიური დერმატიტი. ასევე ალერგიის სიმპტომია სუნთქვითი პრობლემები. ხშირად პატარები ცუდად იმატებენ, ან საეროდ ვერ იმატებენ წონაში. ამ და სხვა სიმპტომების ერთობლიობით ექიმი სვამს დიაგნოზს. ასევე არსებობს სპეციალური ტესტი, რომელიც განსაზღვრავს, არის თუ არა ძროხის რძის ცილის აუტანლობა. თუ პასუხი უარყოფითია, პედიატრები მცირე დოზით უშვებენ რძის შემცველი პროდუქტების მიღებას დ აკვირდებიან მოვლენებს.

2კვერცხი

თუ ბავშვს კვერცხზე ალერგია აქვს, მისი შეცვლა შესაძლებელია უამრავი სხვა პროდუქტით. ესაა ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები და სხვა. ამ დროს მნიშვნელოვანია საგულდაგულოდ დაათვალიეროთ პროდუქტის შემცველობა, რომ მასში კვერხცი არ იყოს გამოყენებული. ასევე მოერიდეთ კვერცხის შემცვლელი პროდუქტების გამოყენებასაც.

 

 

3

მიწის თხილი

ეს პროდუქტიც, კვერცხის მსგავსად სასარგებლოა, მაგრამ არა შეუცვლელი. ხშირად მიწის თხილზე ალერგიული ბავშვები კარგად იტანენ ლობიოსა და სოიოს, რაც ასევე ძალზედ სასარგებლოა. მართალია მიწის თხილის გამორიცხვა რაციონიდან მარტივია, თუმცა შეიძლება ის შეიპაროს რომელიმე საკონდიტრო ნაწარმში. ამდენად ასეთი ალერგიის არსებობის პირობებში, ყველა პროდუქტი საგანგებოდ უნდა შეისწავლოთ. არ არის აუცილებელი, რომ ადამიანს, რომელსაც მიწის თხილზე ალერგია აქვს, ჰქონდეს მაგალითად თხილის აუტანლობა. გახსოვდეთ, რომ მიწის თხილზე ალერგია ყველაზე მძიმედ მიმდინარეობს.

სოიო

ამ პროდუქტზე ალერგია მცირედით ჰგავს ძროხის რძის აუტანლობას. ის ვლინდება სურდოთი, გამონაყარით, ღებინებითა და დიარეით. ასეთ დროს სჯობს გაიაროთ კონსულტაცია პედიატრთან, რათა მან შეძლოს ჰიპოალერგიული საკვები პროდუქტის შერჩევა. აქვე აღსანიშნავია, რომ ბავშვები, რომლებსაც სოიოზე ალერგია აქვთ, კარგად იღებენ სოიოს კარაქს, რადგან მაშინ ის მცირე შემცველობითაა.

4ხორბალი და გლუტეინი

როგორც წესი, ბავშვის კვების რაციონში რძის შემდეგ პირველად ამატებენ შვრიის ან ბრინჯის ფაფაწ. ისინი ნაკლებად ალერგიულია. თუ შვრია პატარამ კარგად გადაიტანა, რაციონში შეჰყავთ ხორბალიც, რომელიც უდაოდ ძალზედ სასარგებლოა.

რაც ეხება ხორბლის ალერგია, ის არსებობს ორი ფორმის. პირველი კლასიკური ფორმა, რომელიც ვლინდება ჭინჭრის ციებითა და გამოანაყარით. რაც შეეხება მეორეს, ესაა უფრო რთული ფორმა და ვლინდება მუცლის ტკივილით, დიარეით, წონის დეფიციტით, ზრდის ტემპის შენელებით და სხვა. ხშირად სიმპტომები საკმაოდ ზედაპირულია და ამ სახის ალერგია ვლინდება უკვე მოზარდობის პერიოდში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები