LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკის შეერთებული შტატები იუნესკო-ს ტოვებს

49

ამერიკის შეერთებული შტატები იუნესკო-ს ტოვებს, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება არ იყო იოლი. ეს გადაწყვეტილება ასახავს აშშ-ის შეშფოთებას იუნესკოში ფუნდამენტური რეფორმის განხორციელების საჭიროებით და ანტიისრაელური მიკერძოებულობით,“ – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰეზერ ნაუერტმა.

გადაწყვეტილება ძალაში 2018 წლის 31 დეკემბერს შევა. აღსანიშნავია, რომ აშშ დამკვირვებლის სტატუსს შეინარჩუნებს.

იუნესკო-ს გენერალურმა მდივანმა, ირინა ბოკოვამ, ვაშინგტონის ამ გადაწყვეტილების გამო მწუხარება გამოთქვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები