LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო დატოვა

72

აშშ-მ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო დატოვა. ამის შესახებ გაერო-ში მუდმივმა წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა.

„აშშ ოფიციალურად ტოვებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს. უკვე დიდი ხანია რაც ეს საბჭო ადამიანის უფლებების დამრღვევთა დამცველი და პოლიტიკურად ანგაჟირებული გახდა. ჩვენ მოწოდებებს ამ ორგანოს რეფორმირების შესახებ ყურადღება არავინ მიაქცია. ადამიანის უფლებების დამრღვევები რჩებიან საბჭოს შემადგენლობაში. მსოფლიოში ყველაზე არაადამიანური რეჟიმები კვლავ აყალიბებენ კრიტიკულ დღის წესრიგს, საბჭო კი კვლავ იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს,“ – განაცხადა ნიკი ჰეილიმ.

ევროკავშირი და გაერო აშშ-ის მიერ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს დატოვებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამენ. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი მიიჩნევს, რომ მომხდარი ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც დემოკრატიის მომხრე და დამცველის სახელს ავნებს. მოგერინის განცხადებით, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში ევროპა ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს დატოვებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმაც. ანტონიო გუტიერეშმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ფაქტს, რომ სტრუქტურა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები