LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკის უმდიდრესი ემიგრანტები

70

2016 წელს ამერიკის უმდიდრესი ადამიანების სიაში 10%-ს ემიგრანტები შეადგენდნენ, მათ შორის ყველაზე მეტი ამერიკაში ისრაელიდან ჩავიდა, ანუ 42 ადამიანიდან 5. მეორე ადგილზეა ინდოეთი, საიდანაც ჩამონათვალში 4 მოქალაქე მოხვდა.

რუსეთიდან ამერიკაში მხოლოდ ორი მილიარდერი ჩავიდა, თუმცა ერთ-ერთი მათ შორის – კომპანია გუგლის თანადამფუძნებელი, სერგეი ბრინი, 37,5 მილიარდი დოლარის აქტივებით, ემიგრანტებს შორის უმდიდრესია და ამერიკის უმდიდრესი ადამიანების ტოპ-400-ში მე-10 ადგილს იკავებს. მას კი უნგრელი ბიზნეს-მაგნატი, ჯორჯ სოროსი მოჰყვება.

ლონდონის ბირჟის წესების შესწავლის შემდეგ, 1956 წელს სოროსი  ამერიკაში გაემგზავრა და მუშაობა პატარა საბროკერო ფირმა – “უოლ სტრიტში” დაიწყო , რომელიც წლების შემდეგ მსოფლიოში უდიდეს ბირჟად იქცა.

მოგვიანებით, ნიუ-იორკში სოროსმა შტატებში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საინვესტიციო ფონდი დააარსა  , რომელიც აქვე დავამატებ, რომ დარეგისტრირებული იყო, როგორც ოფშერული კომპანია კარიბის ზღვის კუნძულზე და სწორედ მისი  წყალობით დააგროვა დიდი ფული  და შედეგად ოცნების ახდენას შეუდგა. რაც შეეხება ფორბსის ჩამონათვალს, სოროსის შემდეგ მესამე პოზიციას „ესსეს ინდასტრის“ დამფუძნებელი, უკრაინელი ლეონარდ ბლავატნიკი იკავებს 18,2 მილიარდი ამერიკული დოლარის მოცულობის აქტივებით.  ამერიკის უმდიდრეს ემიგრანტებს შორის მეოთხე და მეხუთე ადგილს კი, Interactive Brokers Group-ის დამაარსებელი – ტომას პეტერფი და ინვესტორი, SpaceX, X.com. და Tesla G-ს დამაარსებელი – ილონ მასკი იკავებენ.

სიაში ასევე სახელდება ავსტრალიელი მედიამაგნატი რუპერტ მერდოკიც. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ის ადამიანია, რომელიც მსოფლიო მასმედიის 16%-ს აკონტროლებს. მედიამაგნატებს შორის პირველია, ვინც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში შევიდა და ასევე  მის მფლობელობაშია 23 ამერიკული ტელესადგური, ათეულობით გაზეთი. აქვს წილი ამერიკულ რაგბიში და არის რამდენიმე ხმის ჩამწერი კომპანიის მფლობელი. მისი ჯამური ქონება კი 11,1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

მარიამ ადამია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები