LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკული სამხედრო ხომალდი მალაკის სრუტეში სავაჭრო გემს შეეჯახა

86

ამერიკული სამხედრო ხომალდი „ჯონ მაკკეინი“ მალაკის სრუტეში სავაჭრო გემს შეეჯახა. ინფორმაციას აშშ-ის მეშვიდე ფლოტის სარდლობა ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ხომალდი სინგაპურის პორტში მიემართებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ხომალდმა დაზიანება მიიღო კიჩოს ნაწილში.

არსებული ინფორმაციით, ათი მეზღვაური  ამ დრომდე დაკარგულად ითვლება, კიდევ ხუთი კი დაშავებულია. მიმდინარეობს მეზღვაურების ძებნის ოპერაცია.

აღნიშნულ შემთხვევას აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, გამოეხმაურა.

ჩემი ლოცვით, ჩვენს მეზღვაურებთან ერთად ვარ, – დაწერა „ტვიტერზე“ აშშ-ის პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები