LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკულმა გამანადგურებლებმა კორეის ნახევარკუნძულს გადაუფრინეს

41

ამერიკულმა გამანადგურებლებმა კორეის ნახევარკუნძულს გადაუფრინეს.

ორმა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა აშშ-ისა და სამხრეთ კორეის მიერ ერთობლივად ჩატარებულ წვრთნებში მიიღეს მონაწილეობა.  ამერიკული თვითმფრინავები კორეის ნახევარკუნძულზე გუამზე მდებარე ბაზიდან გააგზავნეს.

სეულში აცხადებენ, რომ სამხედრო წვრთნები ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მოსალოდნელი აგრესიის საპასუხოდ ჩაატარეს.

აშშ-ში აცხადებენ, რომ მანევრებში, ასევე, ჩართული იყო იაპონიის სამხედრო საჰაერო ძალებიც. მანამდე სამხრეთ კორეის მედიამ გაავრცელა ცნობები, რომ ფხენიანი მორიგი ბირთვული ცდისთვის ემზადება, რომელიც შესაძლოა, 18 ოქტომბერს ჩაატაროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები