LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამინდი უარესდება – მთაში თოვლია მოსალოდნელი

85

4 მარტიდან 6 მარტამდე საქართველოში ნალექიან ამინდს ელოდებიან.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ პერიოდში, საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის ჩრდილო – დასავლეთიდან შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიანზონაში ქარბუქი, ზღვაზე 3 – 4 ბალიანი ღელვა.

თბილისში დღეს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 4 მარტს ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსამდე მოიმატებს. თუმცა 5 და 6 მარტს დედაქალაქშიც წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები