LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამინდის პროგნოზი: როდის გამოიდარებს საქართველოში?

55

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში მცირე ნალექი შენარჩუნდება.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +5, +10, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 0, +5 გრადუსია მოსალოდნელი.

30 იანვრიდან 2 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +4, +9 გრადუსის ფარგლებში იქნება. 2 – 4 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

3 – 4 თებერვალს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +13, +18, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები