LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამირან გამყრელიძე ზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით მოსახლეობას ჰიგიენური პირობების დაცვის გამკაცრებას ურჩევს

26

დაავადების კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით მოსახლეობას ჰიგიენური პირობების დაცვის გამკაცრებას ურჩევს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ჯანდაცვის სისტემა ზაფხულის სეზონს მომზადებული ხვდება.

გამყრელიძის თქმით, საზოგადოებისათვის რეკომენდაციებს მათი ცენტრი უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, უმთავრესი და ყველაზე მარტივი რეკომენდაცია ინფექციებისაგან თავის დასაცავად ჰიგიენური პირობების კიდევ უფრო გამკაცრებაა.

„რადგან ზაფხულში წყლის დაბინძურების ან სხვა გადამტანი ინფექციების გაჩენის მომატებული რისკი არსებობს, ამდენად სასურველია, მაქსიმალურად დავიცვათ და კიდევ უფრო გავამკაცროთ ჰიგიენური პირობები, განსაკუთრებით ბავშვთა დაწესებულებებში. ახლა სკოლებში არდადეგებია, თუმცა მოეწყობა ბავშვთა ბანაკები, კურორტებზე თავშეყრის დიდი ადგილები და განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჰიგიენური პირობების დაცვას, მათ შორის ხელების დაბანას,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ამ მომენტისათვის, რომელიმე ინფექციის შემთხვევების მატება არ შეინიშნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები