LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამოიცანით ქალბატონები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით – ხასიათი, კაპრიზები და ფობიები

86

მეცნიერების დასკვნით, ვარსკვლავებს არა მარტო ასტროლოგიური პროგნოზის გაკეთება შეუძლიათ, არამედ ჩვენი ხასიათის და ჩვეულებების განსაზღვრაც.

 

ვერძი

  • არ შეუძლია ჩაკეტილ სივრცეში დიდხანს გაჩერება.
  • ძალიან უყვარს ქუდები.
  • ავტომობილის მართვისას ხშირად აჭარბებს სიჩქარეს.
  • ხმამაღლა ლაპარაკობს და იცინის.

კურო

  • სახლში შესვლისთანავე საგულდაგულოდ კეტავს კარს და რამდენჯერმე ამოწმებს.
  • აქვს ბევრი ჩანთა და საფულე, სადაც ყოველთვის მოიძებნება ხურდა ფული და სხვა წვრილმანები.
  • საათში ერთხელ სარგებლობს პარფიუმით.
  • უყვარს ეგზოტიკური სახლის ყვავილები.

ტყუპები

  • ხშირად მიმართავს ჟესტიკულაციას საუბრის დროს.
  • არასდროს შორდება ტელეფონს.
  • შენობაში შესვლისთანავე ცდილობენ გააღოს ყველა ფანჯარა.
  • უყვარს მოგზაურობა და არ კარგავს დროს უსაქმურობაში.

კირჩხიბი

  • ინახავს ბავშვობის სათამაშოებს.
  • დღეში რამდენჯერმე იღებს შხაპს.
  • ყოველთვის ვაჭრობს საყიდლების გაკეთების დროს.
  • არასდროს ყრის ძველ, თუნდაც უსარგებლო ნივთებს.

ლომი

  • საუბრის დროს უყვარს თმის წვალება.
  • ატარებს მხოლოდ ოქროს სამკაულებს.
  • ჩანთაში აუცილებლად აქვს რამდენიმე სარკე.
  • დიდ ყურადღებას აქცევს ბრენდებს.

ქალწული

  • ხშირად იბანს ხელებს.
  • არასდროს გამოდის სახლიდან მაკიაჟის გარეშე.
  • ბრაზის დროს იკვნეტს ტუჩებს.
  • როცა მოწყენილია, მაგიდაზე აკაკუნებს თითებს.

სასწორი

  • ქუჩაში გასვლისთანავე აუცილებლად ყიდულობს რაიმეს.
  • ყოველთვის თან აქვს კოსმეტიკა და საყვარელი სუნამო.
  • საკუთარ გარდერობს მხოლოდ ბრენდული ტანსაცმლით ავსებს.
  • ჯდომისას აუცილებლად ფეხი ფეხზე აქვს გადადებული.

მორიელი

  • ყველაზე უცნაურ ჩვეულებებს სექსის დროს ამჟღავნებს.
  • გამოუსწორებელი ბრენდომანია.
  • ძალიან უყვარს აბრეშუმის თეთრეული.
  • ხასიათის დემონსტრირებას პომადის ფერით ცდილობს.

მშვილდოსანი

  • არ უყვარს მკაცრი ჩაცმის სტილი.
  • გარდერობი სავსე აქვს ცისფერი და იისფერი ტანსაცმლით.
  • გაურბის პატარა და ჩაკეტილ სივრცეს.
  • ხშირად თამაშობს ლატარეას.
  • უყვარს წყლის ექსტრემალური სპორტის სახეობები.

თხის რქა

  • ატარებს მაჯის საათს.
  • იშვიათად ცვლის პარფიუმის მარკას.
  • არ უყვარს ცვლილებები და სიახლეები, მუდმივად ერთიდაიმავე ადგილებში დადის.
  • ყოველთვის თან აქვს უბის წიგნაკი.

მერწყული

  • ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, ხშირად ყიდულობს ძვირფას სამკაულებს.
  • ატარებს ბრენდულ სათვალეს.
  • არ უყვარს სიბნელე.
  • ყოველთვის ინტერესდება ტექნოლოგიური სიახლეებით.

თევზები

  • ძალიან უყვარს მოდური ფეხსაცმელი და უზარმაზარი კოლექციაც აქვს.
  • ყოველთვის სწრაფად დადის.
  • ჯდომის დროს ფეხების გადაჯვარედინება ახასიათებს.
  • დიდ ყურადღებას აქცევს თითების მოვლას.
  • ჩაის და ყავას მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები