LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ან მოიქეცით ნორმალურად, ან დატოვეთ ქვეყანა,” – მკაცრი გაფრთხილება მიგრანტებს

55

„არავინ აკავებს ჩვენს ქვეყანაში ხალხს, რომლებიც არ იზიარებენ ჰოლანდიელების ღირებულებებს,“ – ამის შესახებ ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტემ საპარლამენტო არჩევნებამდე თვენახევრით ადრე განაცხადა.

„ან მოიქეცით ნორმალურად, ან დატოვეთ ქვეყანა,“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

რიუტეს თქმით, ჰოლანდიელებს არ მოსწონთ, როდესაც თავისუფლების მაძიებელი ხალხი მათ ქვეყანაში ჩადის და ამ თავისუფლების ძირითად პრინციპებს ფეხქვეშ თელავენ.

ადგილობრივი პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ ასეთი მკაცრი განცხადება მიგრანტების მისამართით რიუტემ არჩევნებში მისი პარტიის პოზიციების გასამყარებლად გააკეთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები