LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ახვლედიანი ოთო ფოლადაშვილთან დაშორებას ადასტურებს

471

მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილისა და მოდელ ანა ახვლედიანის სიყვარულის ამბავი დასრულდა. ყოველ შემთხვევაში, თავად ანა ამ თემაზე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს.

ოთოსა და ანას სიყვარული დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. მათ ამ თემაზე „მარაო რუსთავი 2“-ის თოქშოუ „ანფასში“ მცირე ხნის წინ ისაუბრეს და ვრცლად გაიხსენეს შეხვედრის დღე. წყვილმა ერთმანეთი კლუბში გაიცნო, თუმცა მანამდე ოთოს ანა ტელევიზიით ჰყავდა ნანახი და ძალიან მოსწონდა. მათი ურთიერთობა განვითარდა, შემდეგ ანა სამუშაოდ საზღვარგარეთ გაემგზავრა და რომ დაბრუნდა, წყვილმა თავისი ურთიერთობის შესახებ საჯაროდაც ისაუბრა.

დაახლოებით, ერთი თვეა, ისინი ერთად აღარ არიან. როგორც ანა ამბობს: „ერთმანეთს ბევრჯერ მივეცით შანსი, მაგრამ არ გამოვიდა, იმედია, ოთოც და მეც ჩვენს მეორე ნახევრებს ვნახავთ“.

„ცივილიზებულად ვისაუბრეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი შემგომი ურთიერთობისთვის ასე უკეთესი იქნებოდა. არ მინდოდა, ოთო როგორც ადამიანი, დამეკარგა, მას ძალიან ვაფასებ.

რა თქმა უნდა, განვიცადე ეს ამბავი, მაგრამ რას ვიზამთ. ოთოს ძალიან ვაფასებ, მისი წარმატება გამიხარდება და დარწმუნებული ვარ, მასაც გაუხარდება ჩემი წარმატება. როგორც ადამიანი, ის ძალიან მიყვარს“ – აღნიშნავს მოდელი ჟურნალთან ინტერვიუში. ის ასევე დასძენს, რომ ოთოსგან ბევრი კარგი რამ ახსოვს და არაფერი ცუდი, თუმცა ბოლო ორი თვე ერთმანეთს ვერ გაუგეს და დაშორება ამჯობინეს.

„ფორტუნა“ ოთო ფოლადაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განგვიცხადა, რომ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ სურს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები