LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ახვლედიანმა „ცეკვავენ ვარსკვლავები“ დატოვა – „ბოდიში, თუ იმედები გაგიცრუეთ!..“

192

მოდელ ანა ახვლედიანს არ გაუმართლა. „ცეკვავენ ვარსკვლავების“ პირველი, საჩვენებელ ტურზე, ცუდად დაეცა და წამოდგომა ვერ შეძლო. ის გოჩა ჩერტკოევმა ხელში ატაცებული გაიყვანა სცენიდან. ის პროექტის ორგანიზატორებმა ტრავმატოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გაირკვა, რომ ანას ფეხი ჰქონდა ნაღრძობი, მას თაბაშირი დაადეს.

ანამ „ფეისბუქზე“ განათავსა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ის პროექტში ცეკვის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს.

„პროექტი „ცეკვავენ ვარსკვლავები“ ახალი გამოწვევა იყო ჩემთვის, დიდი სიხარულით დავთანხმდი და ვცდილობდი, ჩემი მაქსიმუმი მეჩვენებინა თქვენთვის, მაგრამ სამწუხაროდ, ფიზიკური ტრამვის გამო, ვეღარ ვაგრძელებ პროექტში მონაწილეობას. უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას გვერდში დგომისთვის და ბოდიში, იმედები თუ გაგიცრუეთ! ძალიან მიყვარხართ!!“ – წერს ანა მიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში გაავრცელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები