LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ახვლედიანს ოთო ფოლადაშვილთან რომანი აქვს – „ამ გრძნობის ძალიან მეშინია“

529

ჟურნალ „სარკესთან“ მოდელი ანა ახვლედიანი, რომელიც მსოფლიოს ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობს, თავისი კარიერის გარდა, საუბრობს იმის შესახებ, რაზეც უკვე მთელი თბილისი ლაპარაკობს – მის რომანზე მოცეკვავე და ტელეწამყვან ოთო ფოლადაშვილთან.

„შეყვარებული ვარ, მაგრამ გრძნობის ძალიან მეშინია, ამის მიზეზი კი ისაა, არ ვიცი, როდის სად და რამდენი ხნით მომიწევს წასვლა და იმ ადამიანის დატოვება, რომელიც მიყვარს. ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ვერ ვთხოვ, მილანში ჩამომაკითხოს, მინდა, ძალიან შეყვარებული ვიყო, მაგრამ ჩემი რეჟიმი ცოტა მაბრკოლებს. ჩემი შეყვარებული ოთო ფოლადაშვილია, ძალიან საყვარელია. ერთი წელია ვიცნობ. მეც მასავით გიჟი ვარ. როცა ოთოსთან ვარ, მგონია, რომ ჩემი ადამიანი ვიპოვე, მისით ვსუნთქავ. უბრალოდ მიჩვეული კი არ ვარ, როცა ოთოსთან ვარ, ძალიან კარგად ვარ“ – ამბობს მოდელი.

კითხვაზე, როგორ გაიცნეს ერთმანეთი, ანა პასუხობს: ძალიან სასაცილო ამბავია. ოთო ვალენტინობა დღეს გავიცანი. „მისტერ ვალენტინის“ ფართიზე. დაქალთან ერთად ვიყავი მისული. ტელევიზორს, ფაქტობრივად, არ ვუყურებ და არ ვიცოდი, ვინ იყო. ფართიზე ძალიან მომწყინდა და დაქალს ვუთხარი, წავიდეთ, აღარ მომწონს-მეთქი. მითხრა, ვერსად წავალთ, რადგან აქ ოთო ფოლადაშვილია და უნდა გაიცნოო. გამიკვირდა, ეგ ვინ არის-მეთქი. ამიხსნა, რომ მოცეკვავე იყო და პროექტი „ცეკავავენ ვარსკვლავები“ ჰქონდა მოგებული“.

ამის შემდეგ, როგორც მოდელი ჰყვება, ოთო მასთან საცეკვაოდ მივიდა, მისი გაცნობის შემდეგ ტელეფონი დაუჯდა და ანას ნომერი ვერ ჩაიწერა – „ჩემს დაქალს ჩააწერინა თავისი ნომერი. უთხრა, ანას ნომერი მომწერეთ ან ხვალ უეჭველად დამირეკოსო. მერე ჩემი ნომრიდან მის ნომერზე ზარებს ვუშვებდი, მაგრამ გამორთული ჰქონდა. როდესაც ჩაირთო, გამოტოვებული ზარები მიუვიდა, ამიტომ მთელი საქართველო აუწრიალებია, ამ გოგოს ნომერი საიდან გავიგოო. ღამე ისევ მივწერე. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, რომელიც დღემდე გრძელდება…“ – იხსენებს მოდელი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას.

ვრცლად ინტერვიუს წაკითხვა ჟურნალის ახალ ნომერში შეგიძლიათ.  

12721812_1146345175405891_452036033_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები