LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა დოლიძე და ლევან ბოძაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს შეხვდნენ

42

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამეტი მდივანი ანა დოლიძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს და აღმასრულებელ მდივანს ტომას მარკერტს შეხვდნენ.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრამ პროდუქტიულად ჩაიარა და მხარეებმა საქართველოს კონსტიტუციის ახალი პროექტი განიხილეს.

განსახილვლელ საკითხებს შორის იყო, ყველა ის სადაო საკითხი, რომელზეც ყურადღება საყოველთაო სახალხო განხილვის დროს გამახვილდა.

„შეხვედრამ საქმიან გარემოში ჩაიარა და ძალიან პროდუქტიული იყო. როგორც ჩანს უახლოეს მომავალში ბერლინში გაიმართება კონფერენცია, სადაც უფრო დეტალურად მოხდება საქართველოს კონსტიტუციის ახალი პროექტის განხილვა. შეხვედრისას ყურადღება რამდენიმე საკითხზე გამახვილდა. საპარლამენტო მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით კრიტიკული მოსაზრებები არ გამოთქმულა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველობის ასეთ მოდელზე გადასვლის შემთხვევაში, აუცილებელია საპარლამენტო არჩევნების კანონმდებლობის დახვეწა“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტი მდივანმა ანა დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები