LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა დოლიძე – მოსმენების გასაღები პრემიერ-მინისტრის ხელში უნდა ყოფილიყო

152

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი აცხადებს, რომ ე.წ.მოსმენების შესახებ მეორე მოსმენით მიღებულ კანონპროექტში შეტანილია გარკვეული კოსმეტიკური ცვლილებები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოთქმული მოსაზრებები კი “კვლავ დარჩენილია”. 

”ჩვენ ამ კანონპროექტზე განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებდით, რადგან ეს არის სფერო, რომელიც ეხება თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოებას. ჩვენ ვხედავთ ახლა და ვაანალიზებთ მეორე მოსმენით მიღებულ კანონპროექტს. მიუხედავად იმისა, რომ მასში შეტანილია გარკვეული კოსმეტიკური ცვლილებები, ფაქტობრივად ბევრი ის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც გამოვთქვით მოსაზრება, დარჩენილია. მაგალითად, კომპანიების უფლებამოსილება და სააგენტოს დამოკიდებულება უსაფრთხოების სამსახურებზე. ჩვენ შეფასებას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით მას შემდეგ გავაკეთებთ, რაც ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადმოიგზავნება”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი მიიჩნევს, რომ მოსმენების გასაღები პრემიერ-მინისტრის ხელში უნდა ყოფილიყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები